მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა ბავშვთა უფლებების თემაზე გამართა

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ბავშვთა უფლებები - განცალკევების და წარმომადგენლობის საკითხები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, თეა ძიმისტარაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში მოსამართლეებმა, ადვოკატებმა, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

სხდომაზე განხილულ გამოწვევებთან მიმართებით, მონაწილეები შეთანხმდნენ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომი განხილვისა და გავრცელების მიზნით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველ კომიტეტს მიეწოდება. შემუშავებულ რეკომენდაციებს ადვოკატთა ასოციაცია დაინტერესებული წევრებისთვის უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში