თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მომდევნო წლის იანვარში დასრულდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას მომდევნო წლის იანვარში სრულად დაასრულებს, ხოლო შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაწყებიდან 6 თვის ვადაში დასრულდება.

მისივე თქმით, წერეთლის გამზირი 28 მლნ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია 4 მლნ ლარი დაჯდება.

„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ. გარდა ამისა, წერეთლის გამზირთან ერთად დაიწყება ე.წ. დიდუბის ხიდის, შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად, ვინც ამ მიმართულებით გადაადგილდება, ხედავს, რომ სრულად ამორტიზებულია, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე ასფალტის ზედაპირი და სავალი ნაწილი. ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაუყოვნებლივ ამ სამუშაოების განხორციელება მოხდეს. სამუშაოები მხოლოდ წერეთლის გამზირის ნაწილში ჯდება 28 მლნ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის ნაწილში 4 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე მთლიანად წერეთლის გამზირის ერთი მიმართულებით სრულად ჩაკეტვა მოხდება, ანუ წერეთლის ერთი მიმართულება სრულად ჩაიკეტება, სადაც სამუშაოები დაიწყება, ხოლო დარჩენილი მეორე მიმართულებაზე მოძრაობის გაორმხრივება მოხდება, ანუ ორმხრივი მოძრაობა წერეთლის გამზირზე შენარჩუნებული გვექნება. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ.

დაგეგმილი გვაქვს შალიკაშვილის ხიდის დაწყებიდან 6 თვის ვადაში დავასრულოთ სამუშაოები, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში მომდევნო წლის იანვრის თვეში სამუშაოების სრულად დასრულება მოხდეს. საპროექტო დოკუმენტაციით ეს ვადები არის აღებული, თუმცა ჩვენ მოლოდინიც გვაქვს, რომ შევხედოთ სამუშაოები როგორ წარიმართება და შეიძლება უფრო ადრეც დავასრულოთ, თუმცა იანვარი დასრულების ვადაა“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი