საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გამოფენა-კონკურსის - „ფემიციდის“ გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ-პროფესორი მაია ნანობაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და UN WOMEN გაეროს ქალთა ფონდის ორგანიზებით მოწყობილი გამოფენა-კონკურსის - ,,ფემიციდის“ გამარჯვებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსისთვის შერჩეული 20 მხატვრის ნამუშევრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პედაგოგის მაია ნანობაშვილის ფერწერულმა ტილომ „ფემიციდი - უკანასკნელი ტანგო“, პირველი ადგილი მოიპოვა. მაია ნანობაშვილის ტილო, „ფემიციდი - უკანასკნელი ტანგო“ არის მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარი სერიიდან „სოციალური დრამა - გოია დღეს". პროექტი ფრანსისკო გოიასადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენისთვის შესრულდა და გოიას შავი ნახატებითაა ინსპირირებული.

„მაია ნანობაშვილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია ITACA- ს (ხელოვნებისა და კულტურის საერთაშორისო მოძრავი გამოფენების ასოციაცია) მუდმივი პარტნიორი მხატვარი და დელეგატი საქართველოდან. იგი მუდმივად თანამშრომლობს Prado Goyart გალერეასთან. პროექტი ,,სოციალური დრამა,, შეიქმნა ამ ორგანიზაციისთვის გოიას იუბილეს აღსანიშნავად .

ინფორმაციისთვის, კონკურსი ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა.

კონკურსის გამარჯვებულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში“, - აღნიშნულია სტუ-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი