აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ის ნანობს, რომ 1990-იან წლებში უკრაინა დაარწმუნა უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე.
ამის შესახებ თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ირლანდიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებითვე, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუ კიევს ბირთვული იარაღი კვლავ ექნებოდა.
ცნობისთვის, 1994 წლის იანვარში, კლინტონმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული იარაღის რუსეთში ტრანსფერი განხორციელდა.