„თიბისი ლიზინგმა“ „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

„თიბისი ლიზინგმა“ და „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტნიორობის ფარგლებში „თიბისი ლიზინგის“ ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გარემოს დაცვაზე დადებით გავლენას იქონიებს. „თიბისი ლიზინგი“ სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას და სურს, აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში, საკუთარი წვლილი შეიტანოს.

შეგახსენებთ, „ტენე“ არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ტენე“ მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის წახალისების გზით, საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენს იბარებს, რომელსაც მოგვიანებით გადაამუშავებს და ნულოვანი ემისიის პოლიტიკის ფარგლებში კაბელის დასამზადებლად იყენებს.

„ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების მხარდამჭერი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ტენეს“ გარემოსდაცვითი ინიციატივა წავახალისოთ, რაც შიდა კომუნიკაციითა და მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. დასაქმებულებს მუდმივად აქვთ სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიებში, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში, რა მიმართულებითაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოქნილობას იძლევა, განვითარების მრავალმხრივი არეალი აქვს და აღნიშნული მიმართულებით განვითარებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ ბრენდისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეო ლეჟავამ.

„ტენეს“ დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის თქმით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში კერძო სექტორის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მყარი ნარჩენის დანაწევრება (სეპარირება) და გადამუშავება არ ხდება. ასეთ ვითარებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში კერძო სექტორის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „თიბისი ლიზინგთან“ დაწყებული თანამშრომლობა ბევრ სხვა ქართულ კომპანიას ბიძგს მისცემს, რომ უფრო მდგრადი გახდნენ, იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშაონ და გარემოზე იზრუნონ,“ - განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ