მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე უძღვებოდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზაზა ვაშაყმაძემ სათათბიროს წევრებს ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხები გააცნო, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რელიგიური უფლებების დაცვას უკავშირდებოდა. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ესაა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პენიტენციურ დაწესებულებასთან ურთიერთობისას უნდა იხელმძღვანელონ.

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო კმაყოფილება გამოთქვეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ნიკა ცხვარაშვილი, 20 მარტს ინტერრელიგიურ სათათბიროს წევრებს შეხვდა და მათი მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი