ნიკოლას რალო - თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ქარქაშაძემ პრეზენტაციის სახით საქართველოში ავიაციის ბაზრის განვითარება და აეროპორტების ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორმა დადებითაც შეაფასა ყველა ის პროექტი, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აეროპორტებში ხორციელდება.

„თქვენ ხართ მსოფლიო აეროპორტების დიდი ოჯახის წევრი ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურით, ტექნიკური საშუალებებითა და აღჭურვილობით. ყველა თქვენი მოქმედი აეროპორტი სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და იქ არსებული სტანდარტები ICAO-ს მოთხოვნილ რეკომენდებულ საერთაშორისო პრაქტიკას და მოთხოვნებს სრულად შეესაბამება“, - განაცხადა ნიკილას რალომ.

საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და მილიონ მგზავრს გადააჭარბებს.

ირაკლი ქარქაშაძემ ასევე, იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების კუთხით E gate, self-check in-ისა და fast track-ის სახით დაინერგება.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გაიმართა, კომპანიის მენეჯმენტი და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდა. ნიკოლას რალო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს