ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას

ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის.

„ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის და მათ შორის, ქართველებისთვის, ვისაც ებრაელებთან ათასწლოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს.

ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.

მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში