აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დეპუტატებმა ცნობად მიიღეს

საკანონმდებლო ორგანომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში (Evronest PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.

„გასულ წელი საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან და, შესაბამისად, ეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზეც აისახა. შესაძლებლობა გვქონდა, შარშან, 21-22 თებერვალს, ერევანში ჩაგვეტარებინა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომა. ერთ-ერთ კომიტეტზე წარმოდგენილი ანგარიშის მომხსენებელი იყო საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე. ასევე ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელზეც მთავარი საკითხი იყო უკრაინაში არსებული მდგომარეობა,

უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენს რეგიონში და, შესაბამისად, ბიუროზე ქართული დელეგაციის ინიციატივით მიღებულ იქნა განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გასულ წელს არ შედგა და სესია გაიმართა მიმდინარე წლის თებერვალში, რომლის შესახებაც ანგარიშს დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტს უკვე მომავალ წელს წარუდგენს.

პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ