თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რეგიონთა კონგრესის რეფორმებში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე რეგიონთა კონგრესის რეფორმებში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამარ ტალიაშვილმა გამოსვლაში საქართველოსა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს შორის ნაყოფიერ და ეფექტურ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება კონგრესის მიერ ღიად და ხმამაღლა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაგმობასა და კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში კონგრესის 44-ე სესიაზე გარემოზე ფუნდამენტურ უფლებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას და გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს შემუშავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები წარმოადგენდა.

ელჩი მიესალმა კონგრესის გენერალური მდივნის, მეტიუ მორის რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ აგრესიაზე.

თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღება მთავრობის მიერ, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე, მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე გაამახვილა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი