სახალხო დამცველი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა და მათ შრომით უფლებებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, კურიერების ნაწილს კომპანია „ვოლტმა“ აპლიკაცია დაუბლოკა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ აგრძელებენ, ნაწილმა კი კომპანიიდან გათავისუფლების შესახებ გამაფრთხილებელი მესიჯი მიიღო. უფლებების დარღვევის განმაპირობებელ გარემოებად კურიერები მათ მიერ კომპანიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ასახელებენ.

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი აღნიშნული განცხადებების შესწავლას აგრძელებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა