პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ვარშავაში ვიზიტად მყოფი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.
მედიის ცნობით, დუდამ განაცხადა, რომ ორდენი უძველესი და უმაღლესი პოლონური ჯილდოა და გადაეცემა გამოჩენილ პირებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პირველი პირი უცხოეთში ომის პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს ეწვია.