ბადრი ესებუას საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იყო, მხედველობაში მიეღო ის, რომ დაკავებული იყო როგორც ძებნილი. რამდენად გაიზიარა ეს სასამართლომ ამას ჩვენ ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება. ბრალდების მხარე გაეცნობა ამ განაჩენს და ამის შემდეგ იმსჯელებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ბადრი ესებუას ადვოკატის ხათუნა ჯანაშიას თქმით, ბრალდების მხარე სასჯელის მაქსიმუმს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა.

,,აღნიშნულ დანაშაულს ბადრი ესებუა აღიარებდა, ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო სასჯელის მაქსიმუმი, თუმცა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, ის, რომ გაეთვალისწინებინა ბრალდებულის აღიარება, ის, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და სწორედ ამიტომ სასჯელი განსაზღვრა 4 წლის ვადით. სანქციით აღნიშნული ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სასამართლომ 4 წელი დაადგინა,“- განაცხადა ხათუნა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დაკავების შემდეგ წარდგენილ ბრალზე, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ