შოთა თუთბერიძე - დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცული იყოს

დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები მაქსიმალურად დაცული იყოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხი არ დგას იმდაგვარად, თუ რას ელოდება დაცვის მხარეს სტრასბურგში სარჩელის შეტანისთვის.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობები, რომ ევროსასამართლო საფრთხობელად წარმოაჩინოს, ყოველთვის უშედეგო იქნება იმიტომ, რომ დაცვის მხარე ამ სატყუარაზე წარმოგებას არ აპირებს. დაცვის მხარე გამოიყენებს ყველა მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები მაქსიმალურად დაცული იყოს.

[სარჩელს შევიტანთ] მაშინ, როცა თავად პრეზიდენტი და დაცვის მხარის სამართლებრივი მრჩევლები მიზანშეწონილად ჩათვლიან, რომ ეს მოხდეს. პირველ რიგში, ძალიან კარგად მესმის ქალბატონი გიულის და ყველა იმ ადამიანის, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან დახსნა ეჩქარება და ამისთვის მას გულშემატკივრობს, ჩემთვის ეს წმინდა ადამიანური ფაქტორია. მეც ძალიან მინდა, რომ მის მიმართ სამართლიანობა აღსრულდეს, მინდა ყველა პოლიტიკურ პატიმარი თავისუფალი ვიხილო, თუმცა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი სტრატეგია და ჩვენი ადამიანური სურვილები“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში