ირაკლი ქარსელაძე-სომეხ კოლეგასთან ხელმოწერილი მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გააღრმავებს

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის ის ასპექტები მიმოვიხილეთ, რომელიც როგორც რეგიონულ და ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება, ასევე შემდგომ ურთიერთთანამშრომლობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, გნელ სანოსიანთან მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

,,მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საავტომობილო გზების მშენებლობის და რეაბილიტაციის კუთხით. თუმცა, ამასთანავე, გათვალისწინებულია სექტორული მსჯელობები და შემდგომში უკვე სექტორული თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი