ნატოსკენ გზაზე უკრაინა უკომპრომისო იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“უკრაინა თბილი, მეგობრული და ომში უკომპრომისო ქვეყანაა. არ დავთმობთ მიწას, თავისუფლებას, ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ძალით იყვნენ დეპორტირებული რუსეთში და ჩვენს დამოუკიდებლობას. უკომპრომისოები ვართ მეგობრობაში. პოლონეთს სამუდამოდ ჩვენს ნამდვილ მეგობრად და პარტნიორად ვთვლით”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ასევე უკომპრომისო იყო, როდესაც ევროკავშირისკენ გზაზე მხარი დაუჭირა უკრაინას, რის შედეგადაც კიევმა კანდიდატის სტატუსი მიიღო.
“ასევე ვისურვებდი ვთქვა და გადავცე ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც უკრაინისთვის ნატოსკენ გზაზე სულ კომპრომისებს ეძებენ, რომ ამ საკითხშიც უკრაინა უკომპრომისო იქნება. და მიხარია, რომ გზაზე ჩვენთან პოლონეთია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.