საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს პასექის დღესასწაულს ულოცავს.
შალვა პაპუაშვილი მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას უსურვებს.
„ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მეგობრებს ვულოცავ პასექის უდიდეს დღესასწაულს. ეს დღე უფლის მიერ ებრაელების მონობისგან დახსნის, ფიზიკური და სულიერი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოს წარმოადგენს.
ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, ამიტომ პასექის (ფესახის) საზეიმო განწყობის გაზიარება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია.
ვულოცავ ჩვენს ებრაელ ძმებს და დებს პასექის ისტორიულ და სულიერ დღესასწაულს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.