საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლევან კობიაშვილის უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევას ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახალ პოზიციაზე წარმატებას უსურვებს.
,,ვულოცავ ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი!
თქვენი ლიდერობა და თავდადება შთააგონებს ფეხბურთელების მომავალ თაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში!” , - წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.