იენს სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან

გავაგრძელებთ საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც ივლისში არის დაგეგმილი.

“გუშინ ნატო-უკრაინის კომისიაში საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას შევხვდი. ვთანხმდებით, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება…

არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, მაგრამ, როდესაც ეს მოხდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ შეძლებს ევროპის უსაფრთხოების დასუსტების გაგრძელებას”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უკრაინის ალიანსთან თავსებადობას გაზრდის და ნატოს სტანდარტებთან დააახლოებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ