უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთსა და ევროკომისიას რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ მან ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ვეძებთ გამოსავალს - როგორ დავაბრუნოთ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ძალით იყვნენ გატაცებული, დეპორტირებული ჩვენი მტრის რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენი პოლონელი ძმები მზად არიან დაეხმარონ უკრაინას ბავშვების ძიებაში და დაბრუნებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ბავშვების გატაცება რუსული აგრესიის კიდევ ერთი ფორმაა, რომელსაც უკრაინა პოლონეთთან ერთად ეწინააღმდეგება.
“და მადლობელი ვართ პოლონეთისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივისთვის ეძებონ და დააბრუნონ ბავშვები, რომლებსაც რუსული ბოროტება, სახელმწიფო ცდილობს წაართვას ოჯახი, ქვეყანა, ოჯახური და ეროვნული იდენტობა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.