რუსული სახელმწიფო მედია - თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

რუსული სახელმწიფო მედია - თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ზნამენკას 19 ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი დაიწყო. ინტენსიური ცეცხლი მესამე სართულის ფანჯარაში ჩანს”, - განაცხადა “ტასის” ერთ-ერთმა წყარომ.

მისი თქმით, ხანძარს სირთულის მეორე ნომერი აქვს მინიჭებული (შესაძლებელი ხუთიდან).

“ხანძრის სართულზე მაღალი კვამლიანობა და მაღალი ტემპერატურაა”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.