ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან და კომუნიკაციების კომისიის წევრ ნათია კუკულაძესთან ერთად, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კომუნიკაციების კომისიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, აუცილებელია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დეზინფორმაცია, ინტერნეტის უსაფრთხოება, სიტყვის თავისუფლება, მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები და სხვა. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს მედიაწიგნიერება დაემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ფაქტების გადამოწმების და სხვა საჭირო უნარების განვითარებას.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენინგები გაიარეს, გადავცემთ სერტიფიკატებს. სწორედ მასწავლებლები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში“,- აღნიშნა მინისტრმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ პროექტის პირველ ეტაპზე სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება მოხდა. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1500 მოსწავლე და 500 მასწავლებლის გამოიკითხა, რათა შეფასებულიყო მათი საჭიროებები, კომპეტენციები და მზაობა მედიაწიგნიერების მიმართულებით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მე-10 კლასის საფეხურისთვის შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, თემატური მატრიცები, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ბოლო ეტაპზე, შემუშავებული ტრენინგ მოდულის მეშვეობით, მედიაწიგნიერების ტრენერებმა საქართველოს მასშტაბით 570 მასწავლებელი გადაამზადეს, რაც პედაგოგებს სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა