უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა არიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ დასახლებები ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა რჩებიან.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნული ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

ამასთან, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათში, უკრაინის წინააღმდეგ 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 51-ჯერ გახსნეს.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე 17 დარტყმა განახორციელა. პარალელურად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსული „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის ორ სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის სამ საცავს და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის 3 პოზიციას დაარტყეს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება