9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „თიბისი კონცეპტი“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ.
მათივე ცნობით, წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
9 მაისი
20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი;
21:00 „სთარ სთეიჯი“- „ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ“ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason).
10 მაისი
20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი;
21:00 „სთარ სთეიჯი“ - გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”).
11 მაისი
20:00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju);
21:00 „სთარ სთეიჯი“ - ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever).
როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ამასთან, განმარტავენ, რომ ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.
კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა.
კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.
ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.
„ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია „თიბისი კონცეპტი“. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.
ფესტივალის სპონსორია „ვიზა“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“.
ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. "თიბისი კონცეპტ" ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო "თიბისი" ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.