ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, წუხელ ოკუპირებულ ქალაქში რუსების აეროდრომთან ახლოს მდებარე ბაზა ააფეთქეს.
„ხმაურიანი ღამე დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, ქალაქის ყველა რაიონისთვის, განსაკუთრებით ავიაგოროდოკისთვის. წინასწარი მონაცემებით, დაპყრობილი აეროდრომის მიდამოში „რაშისტების“ „მრავალტანჯული“ ბაზა ააფეთქეს“, - აღნიშნა მერმა.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა.