საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა

მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი