ავიაკომპანია „ჯეოსქაი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

ავიაკომპანია „ჯეოსქაი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ,,ჯეოსქაი" 2017 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. აღსანიშნავია, რომ ,,ჯეოსქაი" წარმატებით ოპერირებს შემდეგი საჰაერო ხომალდებით: სატვირთო ტიპის საჰაერო ხომალდი B747-200; B757-200; ბიზნეს ჯეტი BEECHCRAFT HAWKER 800 XP; სამგზავრო საჰაერო ხომალდი B737-800; შვეულმფრენი - AGUSTA A-109K2; AIRBUS H125.

„ჯეოსქაი" მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მგზავრების გადაყვანას შვეულმფრენებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და მომსახურებას. ექსტრემალური ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის მომსახურება, არაგაბარიტული/მოცულობითი ტვირთის გადაზიდვა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, სამედიცინო/საევაკუაციო სერვისები და მგზავრების გადაყვანა ბიზნეს ჯეტით მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მაღალი ხარისხის სერვისით და სტანდარტებით.

დინამიკა, სიჩქარე, დრო და მანძილი, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე, კომფორტისა და ჰარმონიისკენ სწრაფვა, სამყაროს განუყრელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანია, აგრძნობინოს დამკვეთს უმაღლესი და განსხვავებული მომსახურების ხარისხი, დაეხმაროს მიზნების მიღწევაში, ისევე როგორც უსაფრთხო გარემოსა და ინდივიდუალურად მორგებული პირობების შექმნაში, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის მთავარ ღირებულებას",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ავია გადაყვანა-გადაზიდვები და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ქვეყნისა და ტურისტული პოტენციალისთვის.

„მივესალმებით ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ავია გადაყვანა-გადაზიდვები და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და ტურისტული პოტენციალისთვის. მოხარულნი ვართ, რომ „ჯეოსქაი" ამას ახორციელებს წარმატებით და მაღალი სტანდარტების დაცვით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და დინამიური იქნება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა