ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა სანა მარინის განცხადება დააკმაყოფილა და მთავრობას მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.
შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა - მისი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მესამე ადგილზე გავიდა. არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნული კოალიციის“ პარტიამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი, მემარჯვენე პოპულისტური „ფინელების პარტია“ გავიდა.