წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის საფარი განახლდა

წყნეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის საფარი განახლდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, რის შემდეგაც, დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია დაიწყო - მოეწყო გზის საფუძველი, ბორდიური, ახლა კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად, ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურა 2 000-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრიმ“ განახორციელა.

ადგილობრივ მოსახლეობას მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში