ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩინეთის პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა მზადყოფნა საუბარი გამართოს ზელენსკისთან, როდესაც შესაბამისი პირობები და დრო იქნება

სი ძინპინი ზელენსკის მაშინ დაელაპარაკება, “როდესაც პირობები იქნება”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული საუბრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტ სის მოვუწოდე პრეზიდენტ ზელენსკის დაელაპარაკოს, ამის შესახებ [ზელენსკის სურვილის შესახებ საუბარი გამართოს] პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებიდან ვიცი, და იგი საჯაროდ ამბობდა ამას…

ამიტომ საინტერესო იყო მომესმინა, რომ პრეზიდენტმა სიმ დაადასტურა თავისი მზადყოფნა საუბარი გამართოს, როდესაც შესაბამისი პირობები და დრო იქნება. ვფიქრობ, ეს დადებითი ელემენტია”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებების დროს მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის თემა წამოაყენა, უკრაინული “სამშვიდობო გეგმისადმი” მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა პეკინის განცხადებები ბირთვული მუქარების დაუშვებლობის შესახებ.

“ჩვენ ასევე იმაზე გვაქვს გათვლა, რომ პეკინი პირდაპირ ან ირიბად არ მიაწვდის რუსეთს სამხედრო აღჭურვილობას, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ აგრესორის შეიარაღება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ