„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური სასწავლო პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი დაიწყო

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯეოქეისის“ სასწავლო პროგრამის პირველ მოდულს „დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება" „ჯეოქეისის" მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი უძღვებოდა.

მოდულის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ დაზვერვის ძირითად საკითხებს, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ზოგად პრინციპებს. ლექციის მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული თანამედროვე სპეცსამსახურების საქმიანობის მიმართულებები.

“სალექციო კურსს „ჯეოქეისის“ მკვლევრები და ანალიტიკოსები: მრჩეველთა საბჭოს წევრი დავით აფციაური, საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე, ეკონომიკური მიმართულების დირექტორი გიორგი აბაშიშვილი, ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი ზვიად კირტავა, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი ემილ ავდალიანი წარუძღვებიან.

სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა