ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა, გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.