რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ მიიღო. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.