ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზადან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ღაზაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.

ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან რაკეტები გაისროლეს. მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა.

„სიონისტურ ოკუპაციას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მძიმე ესკალაციისა და ღაზას სექტორის წინააღმდეგ უხეში აგრესიის განხორციელების გამო და იმ შედეგებზე, რასაც ეს ქმედებები რეგიონს მოუტანს“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 34 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, მაგრამ ექვსი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც შენობები დააზიანა. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ყველაზე დიდი ზალპი იყო 2006 წლის ომის შემდეგ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი