უკრაინაში კონფლიქტი რთულ სანგრების ომში გადაიზარდა, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ტელეკომპანია RTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ როგორ განვითარდა სიტუაცია, ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს. ეს ყველაფერი არის რთული სანგრების ომი“,- აღნიშნა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, კონფლიქტმა მთლიანად გაანადგურა გლობალური სისტემა და გაართულა სერბეთის პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის გამო.