მუხიანში, რადიოქალაქი ფუნქციონირებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს

მუხიანში, რადიოქალაქი ფუნქციონირებას 2023 წლის ბოლოსთვის დაიწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აჭარა ჯგუფში“ განუცხადეს, 2023 წლის ბოლოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთო სამუშაო სივრცეები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სერვისები.

„ამ ეტაპზე, რადიოქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობის რეკონსტრუქცია და გარე სივრცეების მოწესრიგება. პროექტის პირველი ფაზის განვითარების ფარგლებში, 2023 წლის ბოლოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთო სამუშაო სივრცეები და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სერვისები“, - განაცხადეს „აჭარა ჯგუფში“.

ცნობისთვის, მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დააანონსა და აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო ადგილზე მოეწყო კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო, საწარმო სივრცე და ა.შ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი