საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
როგორც მანდატურის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ხელმძღვანელის ასარჩევად კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოაცხადებს.
მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობას, ამ დროისთვის, ხელმძღვანელის მოადგილე, სოფიო აბულაშვილი ასრულებს.