ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი, დიდი ალბათობით, ბახმუტის ცენტრისკენ დაწინაურდა

რუსეთმა, როგორც ჩანს ბახმუტში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, რუსული ძალები, დიდი ალბათობით, ბახმუტის ცენტრისკენ დაწინაურდნენ და მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო დაიკავეს.

„რუსებმა მიაღწიეს გარკვეულ წინსვლას, ქალაქის ცენტრისკენ დაწინაურდნენ და მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო დაიკავეს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე შეფასებით, არსებული სიტუაციის გამო, ქალაქის დასავლეთით, შეიარაღებული ძალების მიწოდების ძირითადი მარშრუტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება.

„რუსეთის რეგულარულმა ძალებმა, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა, სავარაუდოდ, გაამაგრეს ტერიტორია და რუსეთი, ამ სექტორში, არტილერიას კვლავ ეფექტურად იყენებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი