გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები პოლონეთსა და რუმინეთში სემინარებს დაესწრებიან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აპრილსა და მაისში გრუნის ფსიქოლოგიის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, მედიცინის მიმართულებების 5 სტუდენტი პოლონეთსა და რუმინეთში საერთაშორისო სემინარებზე გაემგზავრება.

მათივე ცნობით, სემინარი მოიცავს შშმ პირებთან მუშაობასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხების განხილვას.

„ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“, როგორც პარტნიორი, უკვე წელიწადია წარმატებით თანამშრომლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, განსაკუთრებით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართვის მიმართულებით.

16-22 აპრილს დაგეგმილია პოლონეთის სემინარები, 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი -რუმინეთის. პროგრამა, ასევე მოიცავს შშმ პირებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს სხვადასხვა ცენტრში. სემინარების ბოლოს მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცემათ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული განათლების შეძენასა და უცხო ენების ცოდნის გაუმჯობესებას, სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. მიღებული გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია დასაქმების ბაზრისთვისაც.

4 აპრილს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „დრონის“ პროგრამების კოორდინატორთან, ანა კაციაშვილთან, შეხვედრას ესწრებოდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე და სტუდენტები: მარიამ ბრეგვაძე და მარიამ მექვაბიძე. შეხვედრაზე განიხილეს პოლონეთის ვიზიტის საკითხები. ანა აბესაძემ რექტორის სახელით მადლობა გადაუხადა დრონის წარმომადგენელს ამ შესაძლებლობისა და მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა