გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, კამელ ბოუჰმადთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კამელ ბოუჰმადს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის და საუბრისას ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ახალგაზრდებში შრომითი უნარების გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ერთობლივ პროექტს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა