საქართველოს გენერალური პროკურორი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ესტონეთის გენერალურ პროკურორს ანდრეს პარმასს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ანდრეს პარმასს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ანდრეს პარმასმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ესტონეთის გენერალურ პროკურორს, უწყების შიგნით დანერგილი ციფრული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში