რუსეთისა და თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა იყო. თურქეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიაჩნია, რომ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს.
„განვიხილეთ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელების საკითხი. შეთანხმების გაგრძელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულისა და სასუქის გატანისთვის, არამედ გლობალური სასურსათო კრიზისის შედეგების შესამცირებლად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
18 მარტს, რუსეთმა განაცხადა, რომ ის შეთანხმებას 60 დღით ახანგრძლივებდა. აღნიშნული განცხადება უკრაინულმა მხარემ გააპროტესტა და განაცხადა, რომ თავდაპირველი შეთანხმება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მინიმუმ 120 დღით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.