„თიბისის“ ტექგუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა.
ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, ეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს.
ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა მართონ არსებული Low Level Environment. თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას.
კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ. „თიბისი“ აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექსაკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ვორქშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი“, - განაცხადა „თიბისის“ DevOps არქიტექტორმა ალექსანდრე კვაიჭაძემ.