თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ქართველი გმირების სკვერებიც იხსნება და კონკრეტული ქუჩებიც კეთდება.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მომავალში რა გაკეთდება და რა ნაბიჯები გადაიდგმება, საკრებულოსთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
„შეგიძლიათ ნახოთ, ქართველი გმირების სკვერებიც იხსნება, კონკრეტული ქუჩებიც კეთდება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას, მომავალში რა გაკეთდება და რა ნაბიჯები გადაიდგმება, საკრებულოსთან ერთად მივიღებთ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას”, - განაცხადა კახა კალაძე.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელობის სკვერის, ქუჩის ან მემორიალის გახსნას ითხოვენ.