გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს, აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, თბილისში აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში.

12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი და ქსანი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი