„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო და იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ გასულ წელს რეკორდულად ბევრი, 230 ავტომობილი გაყიდა და, 2021-თან შედარებით, გაყიდვები 100%-ით გაზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს წარმატება გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგია.

„საუკეთესო დისტრიბუტორის ტიტული ძალიან პრესტიჟული სტატუსია. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საუკეთესო კომპანიებს შორის შეარჩიეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ამ შედეგს საერთო ძალისხმევით, მთელი გუნდის ჩართულობით მივაღწიეთ. ვფიქრობთ, ეს ჯილდო საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან სწორედ მაზდას საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. მსგავსი გამარჯვებები კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დიდ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძონ შრომა მიზნების მისაღწევად“, - აცხადებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერი, თათია ბოჭორიშვილი.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლის გამო, საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ პირველად 2020-ში მიიღო. კომპანია გაჩერებას არც წელს აპირებს. ამბიციურია 2023-ის გეგმები: გაყიდვების მინიმუმ გაორმაგება და ახალი მოდელების დამატება. წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ორ ახალ ავტომობილს - CX60-სა და CX90-ს შესთავაზებს.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა