ადვოკატი - მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, ვაკის პარკში შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები

მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები,- ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამი ბრალდებულის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუზის ის ტიპი შესრულდა, რომელიც ადამიანების გადაადგილებისთვის განკუთვნილი არ იყო.

"შალვა ქურიძემ, როგორც აქამდე გამოკითხულმა პირებმა, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ "ელემსის" ელექტრონულ პროგრამაში არსებობდა ხელმოწერებით დატანილი ბლანკზე, ხოლო თვითონ ბლანკები იყო ცარიელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყველა დოკუმენტზე მოიპოვებოდა იმთავითვე ბეჭედი და თანამშრომლების ხელმოწერა, რის შემდეგაც უკვე ხდებოდა კონკრეტული ტექსტუალური ან ვიზუალური ნაწილის ჩასმა ბლანკზე, რაც იგულისხმება, რომ ავტომატურად იყო დადასტურებული და რასაც სიყალბედ მიიჩნევს პროკურატურა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მთავარმა არქიტექტორმა დაადასტურა ასევე ის ფაქტი, რომ თავდაპირველად შესრულებული სამუშაოები მიუხედავად ცვლილებისა, არ ზრდიდა არავითარ უსაფრთხოების რისკს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბატონმა შალვა ქორიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები. შესაბამისად, წარმოიქმნა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და თავის ტკივილი ბრალდებისთვის იმდენად, რამდენადაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ აუზში არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები არც იმ და არც ნებისმიერ სხვა დღეს. ვის უნდა უზრუნველეყო აღნიშნულის დაცვა, ფაქტია, რომ ეს იყო ბრალდების მხარის ვალდებულება დაედგინა და განესაზღვრა იმდენად, რამდენადაც, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და არც არავინ დავობს, რომ პროექტის ჩაბარების შემდგომ, 21 აგვისტოდან, ამის ვალდებულება არ ჰქონდა შპს "გრინსერვისს". არსებობს აუზის ორი ტიპი, როგორც ამას სპეციალისტები განმარტავდნენ. არის აუზი, რომელიც განკუთვნილია ცურვისთვის და გადაადგილებისთვის, არსებობს შადრევანი, რომელიც ნებისმიერი ამისთვის არ არის განკუთვნილი იმდენად, რამდენადაც იმთავითვე შეიცავს რისკებს, არამხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ჭავლების მიზეზითაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულდა აუზის ის ტიპი, რომელიც განკუთვნილი არ იყო ადამიანების გადაადგილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, "გრინსერვისს", 26 აგვისტოდან მოყოლებული არავითარი ვალდებულება აღარ გააჩნდა აღნიშნული აუზის მოვლა-პატრონობაზე. რაც შეეხება იმას, თუ ვის გააჩნდა, ეს პროკურატურის მიერ დადგენილი არ არის. აუზი იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც იყო დაკვეთილი, იყო გამართული და შესრულებული სამუშაოებით რისკები არ გაზრდილა და მარტივად, რომ გითხრათ, პროექტის ავტორმა თქვა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, განხორციელდა ისინი თუ არა, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად არსებული სურათი არ შეიცავს განსხვავებულ რისკს, ვიდრე მას შეიცავდა პროექტი", - განაცხადა ფურცელაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!