რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინა რუსეთს მუსლიმი ომის ტყვეების გაცვლას სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი დარია ზარივნაია ავრცელებს.
„წინადადებით გამოვედით ორივე მხრიდან მუსლიმები “ყველანი ყველაზე” გავცვალოთ, მათი კულტურისადმი და ტრადიციებისადმი პატივისცემის ნიშნად. სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ ეს ინიციატივა განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მიიღო”, - განაცხადა ზარივნაიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთ “კრეატიულ გადაწყვეტილებას” წარმოადგენს, რომელსაც კიევი მიმართავს, რათა ტყვეები გაცვალოს.
„ჩვენს მომლაპარაკებელთა ჯგუფს პროაქტიური პოზიცია ახასიათებს და სხვადასხვა კუთხეების ძიება, რომლებიდანაც ვცდილობთ. არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ გასაგრძელებელია, მუდმივად უნდა ვეძებოთ რაც შეიძლება მეტი ჩვენიანის დაბრუნების საშუალებები", - აღნიშნა ზარივნაიამ.