კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბესო ოდიშარიას საჯარო ლექცია გაიმართა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კინოდრამატურგისა და რეჟისორის, ბესო ოდიშარიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „თანამედროვე სცენარის ანალიზი“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სპიკერმა სცენარის სხვადასხვა სტილსა და კინოდრამატურგიაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ქორწილი“ - ჩვენება, შემდეგ კი დისკუსია გაიმართა.

საჯარო ლექციას მოდერატორობას CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, კინომცოდნე რუსუდან კვარაცხელია უწევდა.

შეხვედრას, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა