თელ-ავივში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ტურისტი გარდაიცვალა, შვიდი დაშავდა

თელ-ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს ავტომობილით თავდასხმის მიზნით დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი.

მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 34 რაკეტის საპასუხოდ განახორციელეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში